11 April 2021

2.5 როგორ სრულდება ნამაზი?

 ამის შემდეგ, პიროვნება „ე’უუზუ ბილლაჰი მინე’შ-შეიტაანი’რ-რაჯიიმ. ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ“-ს იტყვის და ფათიჰა სურას წაიკითხავს, რადგან ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „პიროვნების ნამაზი არ შესრულდება თუ ფათიჰათუ’ლ ქითაბ-ს არ წაიკითხავს.“[1]

სურა ფათიჰა ნამაზის ნაწილთაგანია. ნამაზის მიღებულობის ერთ-ერთი პირობაა. მის გარეშე ნამაზი შესრულებულად არ ჩაითვლება. ნამაზის მლოცველმა ყოველ მუხლზე ფათიჰა უნდა იკითხოს, რადგან ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზის სრულად არშემსრულებელ პიროვნებას ნამაზის შესრულების სწორ ფორმას როდესაც უხსნიდა, ბოლოს უთხრა, რომ „ეს ყველაფერი მთლიან ნამაზში გაეკეთებინა.“[2] როგორც კი, რუქ’უ, სუჯუდი, ყიამი და ქუ’უდი (დაჯდომა) ყოველი მუხლის ნაწილებია, ასევეა ფათიჰას წაკითხვაც. არ არის გადმოცემა, სადაც ნათქვამი იქნება, რომ სურა ფათიჰას ყოველ მუხლზე არ კითხულობდა.

სურა ფათიჰას წაკითხვის ვალდებულება მოეხსნება მას, ვისაც შიში აქვს, რომ რუქუ’ს ვერ მიუსწრებს, რადგან აბუ ბაქრის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიერ გადმოცემული ჰადისის მიხედვით, ის (აბუ ბაქრი) ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რუქუ’ის დროს მიუსწრო, რის შემდეგაც რიგში (საფში) ჩადგომამდე რუქუ’ი შეასრულა. შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ეს როდესაც უამბო, შუამავალმა უთხრა: „ალლაჰმა რელიგიასთან (ან ნამაზთან) შენი სიმჭიდროვე გაზარდოს, თუმცა მეორედ ეგრე აღარ გააკეთო.“[3] შუამავალმა იმ მუხლის ანაზღაურება არ უბრძანა, რომლის დროსაც ქირაათს ვერ მიუსწრო, თუმცა რუქუ’ი შეასრულა. შესრულებული მუხლი მისაღები, რომ არ ყოფილიყო, მაშინ აბუ ბაქრსაც მის ხელმეორედ შესრულებას უბრძანებდა. სურა ფათიჰა ყიამის ნაწილია. ვინც ჯამაათს ვერ მიუსწრო და ნამაზზე დააგვიანა, იმის გამო, რომ იმამს უნდა მიყვეს,  (გაცდენილი) ყიამის შესრულება საჭირო აღარ არის. ყიამის ანულირება ყიამის დროს შესასრულებლების ანულირებასაც იწვევს. სურა ფათიჰას წაკითხვა იმამისთვის, მასზე მიმყოლისთვის, მარტოდ შემსრულებლისთვის, ჩუმად თუ ხმამაღლა მკითხველისთვისაც ფარძია. თუმცა, ზემოთ მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში სურა ფათიჰას წაკითხვა საჭირო აღარ არის.

სუნნეთში არის არგუმენტი იმისა, რომ დილის ნამაზის შესრულების დროს იმამზე მიმყოლისთვის სურა ფათიჰას კითხვა ვაჯიბია. უბადე ბინ ას-სამითიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „დილის ნამაზზე შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უკან ვიდექით. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ყურანის წაკითხვა მოისურვა, თუმცა ცოტა გაუჭირდა. ნამაზის დასრულების შემდეგ კი გვითხრა: „ალბათ იმამის უკან თქვენც კითხულობთ.“ ჩვენ ვუპასუხეთ: „დაიხ, სწრაფად ვკითხულობთ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მხოლოდ სურა ფათიჰა წაიკითხეთ, რადგან მის (სურა ფათიჰას წაკითხვის)  გარეშე ნამაზი შეუსრულებლად ითვლება.“[4]

იმამ აჰმედი, მუჰამმედ ბინ აბუ აიშადან, ეს კი ერთ-ერთი საჰაბედან გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘მგონია, რომ იმამის უკან თქვენც კითხულობთ.’ ეს სამჯერ გაიმეორა. საჰაბეებმა უპასუხეს: ‘დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ.’ შემდეგ კი, შუამავალმა ბრძანა: „ეს არ გააკეთოთ. თუმცა გამონაკლისია სურა ფათიჰა.’“[5]



[1] მუსლიმ, 1/295, ჰადისის №: 394.

[2] ბუხარი, 1/192.

[3] ბუხარი, 1/190.

[4] აბუ დავუდ, 1/515, ჰადისის N: 823; იბნ ჰაჯერ, თელჰისუ’ლ-ჰაბირ, 1/213, ჰადისის N: 344’ში ნათქვამია: აბუ დავუდ, თირმიზი, დარეყუთნი, იბნ ჰიბბან, ჰაქიმ და ბეიყაჰი, იბნ ისჰაყის გზით მოსულ გადმოცემას სახიხად (სარწმუნოდ) მიიჩნევენ... ამ ჰადისის მოწმეებიდან ერთ-ერთი აჰმედ ბინ ჰანბელის, ჰალიდ ბინ ალ-ჰაზზას გზით გადმოცემული გადმოცემაა.

[5] მუსნედ, 5/310; იბნ ჰაჯერ, თელჰისუ’ლ-ჰაბირ, 1/231’ში ნათქვამია: „ჯაჭვი ჰასენია. იბნ ჰიბბანმა ეს ჰადისი აიუბისგან, მან კი ყილაბესგან, მან კი ანასისგან გადმოსცა.“