06 April 2021

2.4 როგორ სრულდება ნამაზი?

თაქბირისთვის ხელების წამოწევის შემდეგ მკერდზე მარჯვენა ხელს შეკვრით ან შეკვრის გარეშე მარცხენა ხელზე დავიდებთ. ორივე მათგანი სუნნეთია.

ისთიფთაჰ (ნამაზის დაწყება) დუას წაკითხვა სუნნეთია, რადგან ბუხარი და მუსლიმი აბუ ჰურაირასგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვას გადმოგვცემს: „შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზისთვის თაქბირის შესრულების შემდეგ ქირაათის[1] დაწყებამდე ცოტა ხნით ჩუმდებოდა. მე მას (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ვკითხე: ‘ეი ალლაჰის შუამავალო, თაქბირსა და ქირაათს შორის რომ გაჩუმდი მაგ დროს რა წაიკითხე?’ მან ბრძანა: ‘შემდეგი წავიკითხე:

اللًّهـمَّ بَا عِدْ وَبَيْنَ خَطَايَايَ كَمَا بَا عَدْتَ بَيْنَ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ، اللّٰهـمَّ نَقِّنِي مِنْ خَطَايَايَ،  كَمَا يُنَقَّي الثَّوْبُ الْاَ بَيضُ مِنَ الدَّ نَسِ، اللّٰهـُمَّ اغْسِلْ خَطَا يَا يَ بِا لْماَءِ والثَّلْجِ وَالْبَرَدِ

„ჩემო ალლაჰო! ისევე, როგორც აღმოსავლეთი და დასავლეთი დააშორე ერთმანეთს, მათ მსგავსად მეც ცოდვებისგან დამაშორე. ჩემო ალლაჰო! თეთრი სამოსის ჭუჭყისგან გაწმენდის მსგავსად მეც ცოდვებისგან გამწმინდე. ჩემო ალლაჰო! მე ცოდვებისგან თოვლით, წყალით და სეტყვით გამწმინდე.“[2]

თუ ისურვებ ამის მაგივრად თქვი:

  {سُبْحَانَكَ اللّٰهـُمَّ وَبِحَمْدِكَ، وَتَبَارَكَ اسْمُكَ، وَتَعَا لٰى جَدُّكِ، وَلَا إِلٰهَ غَيْرُكَ}

„ჩემო ალლაჰო! შენ გაქებ და გადიდებ, ყოველი ნაკლოვანებებისგან შორს ხარ. შენი სახელი ბარაქიანი და დიდებულია. და არ არსებობს შენს გარდა სხვა ჭეშმარიტი ღვთაება.“[3]

ან შემდეგი:

اللّٰهُمَّ رَبِّ جِبْرَ ائِلَ، وَمِيكَا ئِلَ، وَ إِسْرَفِيلَ فَا طَرِ السَّمٰوَاتِ وَالْأَ رْضِ، عَالِمَ الْغَيْبِ وَ الشَّهـَادَةِ، أَنْتَ  تَحْكُمُ بَيْنَ عِبَادِكَ فِيمَا كَا نُوا فِيهِ يَخْتَلِفُو نَ. اهـْدِنِي لِمَا اخْتُلِفَ فِيهِ مِنَ الْحَقِّ بِإِذْ نِكَ تَشَاءُ إِلٰى صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

„ჯიბრილის, მიქაილის, ისრაფილის ბატონ-პატრონო. ზეცისა და მიწის შემქმნელო, დამალულისა და ცხადის მცოდნე ჩემო ალლაჰო! შენ მსახურთა შორის უთანხმოების დროს ჰუქმი (განაჩენი) შენ გამოგაქვს. უთანხმოებაში ჩავარდნის დროს შენი ნებით ჭეშმარიტებასთან მიმიყვანე. უეჭველად, შენ სწორ გზაზე დაადგენ მას, ვისაც ისურვებ.“[4]

პიროვნება ზემოთ ჩამოთვლილი ვედრებებიდან რომელიმეს ან შუამავლის მიერ წაკითხულ სხვა ვედრებებს წაიკითხავს. ხოლო, ზოგჯერ ერთს ზოგჯერ კი მეორეს თუ წაიკითხავს, ამგვარად ყველა სუნნეთის შესრულებაში ჩაეთვლება, რითაც სუნნეთს გააცოცხლებს. მათი ყველას ერთად წაკითხვა კი არ შეიძლება, რადგან შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აბუ ჰურაირას შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს ორი დუ’ას ერთად წაკითხვა არ უხსენებია.



[1] კითხვა

[2] ბუხარი, 1/181; მუსლიმ, 1/419, ჰადისის : 598.

[3] მუსლიმ, 1/299, ჰადისის №: 399; დარეყუტნი, 1/299; იბნ ჰაჯერ, თელჰისუ’ლ-ჰაბირ, 228-229, ჰადისის №: 340, ნათქვამია: „ჰადისს აბუ დავუდი და ჰაქიმი გადმოგვცემენ. გადმომცემთა ჯაჭვი სიყაა ანუ სანდოა, თუმცა ჰადისი მუნტაყია ანუ ჯაჭვი გაწყვეტილია...“ იბნი ჰუზეიმა ამბობს: „ეს ჰადისი იბნ ომარისგანაა გადმოცემული და არა შუამავლისგან.“ ჰაქიმი ამბობს: „ეს ჰადისი ომარისგანაა გადმოცემული.“

[4] მუსლიმ, 1/534, ჰადისის №: 770.