09 December 2022

8.5 პირველი პუნქტი - დაკანონება-მბრძანებლობაში შირქი

 დაკანონება-მბრძანებლობაში შირქი სრულდება მაშინ, როდესაც ალლაჰის კანონების გარდა, ადამიანის კანონები მოქმედებს. ანუ ადამინებისთვის ნებართვები და აკრძალვები, სასჯელი და ჯილდო მათი კანონებითა და შესრულებით სრულდება. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა შურა 42/21. ან იქნებ მათ ჰყავთ თანაზიარნი, რომელთაც დაუკანონეს სარწმუნოებაში რაღაც, რისი ნებაც ალლაჰს არ მიუცია?...“

ალლაჰი აიათში გვამცნობს , რომ იმ რაღაცეების დაკანონება, რაზეც მას ნება არ მიუცია შირქია და ასევე, ამ კანონის მიმღები ალლაჰს თანაზიარს უდგენს.

შეიხუ’ლ ისლამ იბნ თეიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „როგორც ცნობილია, ალლაჰის მიერ შუამავალთან ერთად მოვლენილი ბრძანებებისა და აკრძალვების გაუქმება, მუსლიმების, ებრაელებისა და ქრისტიანების საერთო შეხედულებით ქუფრია.“[1]

ასევე, მან თქვა: „ადამიანი, როდესაც იჯმათი ცნობილ ჰარამს ჰალალად გადააქცევს ან იჯმათი ცნობილ ჰალალს ჰარამად გადააქცევს ან იჯმათი ცნობილ შარიათულ კანონს შეცვლის, სწავლულთა ერთხმიანი აზრით მურთადი და ქააფირი გახდება.“[2]

ალლაჰი დამკანონებლების შესახებ ბრძანებს:

„სურა მაიდე 5/44... და ვინც არ განსჯის იმის მიხედვით, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა, სწორედ ისინი არიან ურწმუნონი.“

ალლაჰი ქააფირად აცხადებს მას, ვინც განსჯის ალლაჰის გარდა სხვა კანონებით. ის, ვინც ადამიანის ჭკუით გამოგონილი კანონებით განსჯის,  შექმნელი და მაცხოვრებელი ბატონ-პატრონის, ალლაჰის წინაში ყველაზე დიდ ცოდვას ჩაიდენს. ადამიანისეულ კანონს ალლაჰის სამართლიან და სიბრძნით სავსე კანონებს გაუტოლებს. შეიხ შანქითი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ცისა და მიწის შემქნელი ალლაჰის შარიათის საწინააღმდეგო კანონით განსჯა ცისა და მიწის შემქმნელის უარყოფაა. მაგალითად, ქონების განაწილების დროს მამაკაცის მიერ ქალზე მეტი წილის მიღების უსამართლოდ მიჩნევა და გამოცხადება იმისა, რომ ორივემ თანაბრად უნდა მიიღონ წილი; მრავალცოლიანობის უსამართლოდ მიჩნევა... ის, რომ განქორწინება ქალისთვის ჩაგვრაა; რეჯმის, ხელის მოკვეთისა და მსგავსი სასჯელების ველურად მიჩნევა და ა.შ.

ალლაჰმა უკეთესად იცის მის მიერ გაჩენილი ქმნილებებს სად აქვთ სარგებელი  და ის შორსაა იმისგან, რომ მის გარდა სხვა კანონის დამკანონებელი ჰყავდეს.“[3]

ამგვარად, ალლაჰის მიერ დადგენილი კანონის გაუქმება, მაგალითად სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმება და მის ადგილას პატიმრობის დადგენა, მრუშობის და პროცენტის მსგავსი, ალლაჰის მიერ ღიად გამოცხადებული ჰარამების ნებადართულად ცნობა და ა.შ... მოკლედ, რომ ვთქვათ შარიათის კანონის გარდა სხვა კანონის გამოცემა, მისით მართვა და განსჯა შირქია. ამგვარი ქმედების ჩამდენი პიროვნება მონანიების გარეშე სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას დაიმსახურებს.



[1] იბნ თეიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა, 8/106;

[2] იბნ თეიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა, 3/267;

[3] შანქითი, ედვაუ’ლ-ბეიან: 3/260;