09 December 2022

8.4 პირველი პუნქტი - სიყვარულში შირქი

 სიყვარულში შირქი სრულდება მაშინ, როდესაც სხვა გიყვარს ისე, როგორც ალლაჰი უნდა გიყვარდეს. მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ შეიხის ან სპორტული გუნდის, საზოგადოების ან რომელიმე ორგანიზაციის და ა.შ. ალლაჰზე მეტად შეყვარება, მორჩილება იმგვარი, თითქოს ალლაჰს ემორჩილები. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ბაყარა 2/165. ადამიანებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ალლაჰის გარდა მის თანაზიარსა და თანასწორს აღიარებენ. მათ უყვართ ისინი, როგორც ალლაჰი უნდა უყვარდეთ. ხოლო რომელთაც ირწმუნეს, უფრო ძლიერ ალლაჰი უყვართ. ნეტავ შეეძლოთ იმათ, ვინც უსამართლოდ იქცეოდა, სასჯელს რომ იგემებენ დაინახავენ, რომ ალლაჰისაა ძალა ყოველი, და რომ ალლაჰი მკაცრსასჯელიანია!“

ალლაჰი გვატყობინებს, რომ მის მსგავსად რამის შეყვარება შირქია. იმამ ქურთუბი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის განმარტებაში ამბობს: „ალლაჰი წინა აიათებში გადგმოვცემს იმ საკითხებს, რომლებიც მის სიდიადეზე, ბატონობაზე და ერთადერთობაზე მიუთითებს. შემდეგ კი, გვიამბობს მათ შესახებ, რომლებიც შირქს ასრულებენ, მიუხედავად ამდენი ჭეშმარიტი აიათისა, რომელთა უარყოფაც შეუძლებელია გონიერთათვის... იბნ აბბასმა და ას-სუდდ-მა თქვეს: აქ მოხსენებული თანაზიარად დადგენილებში წინამძღვრები არიან, რომელსაც ემორჩილებიან. ალლაჰის საწინააღმდეგო საკითხებში თავიანთ წინამძღოლებს ემორჩილებიან...“[1]

აქედან გამომდინარე, ალლაჰის მიერ მოწონებული რომელიმე ბრძანების მიტოვება ქმნილების სიყვარულის გულისთვის - შირქია. მაგალითად, პროცენტის მოწონება-აღიარება, რომელიც ალლაჰისთვის მიუღებელია. ამგვარი ქმედების ჩამდენი პიროვნება მონანიების გარეშე სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას დაიმსახურებს.



[1] ქურთუბი, ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 2/203;