09 December 2022

8.3 პირველი პუნქტი - მართვაში შირქი

 დაჯერება იმის, რომ ალლაჰის გარდა სამყაროს სხვა განაგებს. მაგ. როდესაც გწამს, რომ წვიმის მოვლენა, ბარაქა, გამოჯანმრთელება და უბედურების თავიდან აცილება არა ალლაჰისგან, არამედ ვარსკვლავებისგან, შეიხებისგან და სხვისგან გამომდინარეობს.

შეიხ აბდურრაჰმან ბინ ჰასანმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „არაერთ ადამიანს სჯერა, რომ ალლაჰის მკვეთრი უფლება და ნიშან-თვისება, როგორიცაა მთელი სამყაროს განგება, მოკვდინება, გაცოცხლება, ზიანისა და სარგებლის მიცემა, სარჩოს ბოძება და ა.შ, ალლაჰის გარდა სხვასაც ეკუთვნის. ამგვარი მახინჯი შეხედულებები შარაანიის წიგნებში, შეიხ დებბა’ის ‘ალ-იბრიზ’-ში და ‘თიჯანიის’ ტარიყატის წიგნებში მრავლადაა მოცემული. ამ წიგნებში ისეთი  შირქის სახეობებია გადმოცემული, რომ აბუ ჯაჰილსაც კი არ გაუვლიდა გონებაში. აბუ ჯაჰილისა და მსგავსების გზასაცდენილობა ამ დონის არ იყო.“[1]

ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ნურ 24/42. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და, ჭეშმარიტად, ალლაჰთანაა დაბრუნება.“

უზენაესი ალლაჰი აიათში გვამცნობს, რომ სამყაროთა მეუფება მხოლოდ და მხოლოდ მას ეკუთვნის. ვინაიდან, სამყაროს მართვა-განგება რუბუბიეთის მფლობელისაა. აქედან გამომდინარე, ამ უფლების ალლაჰის გარდა სხვაზე მიცემა, შირქია.

შეიხ აბდურრაჰმან ბინ ჰასანმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ერთადერთი ჭეშმარიტი განმგე მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. თაყვანისცემის ობიექტიც მხოლოდ და მხოლოდ ის არის, მისი თანამოზიარე არ არსებობს...“[2]

მიუხედავად ამისა, დღეს მცხოვრებ ხალხთა ნაწილი თურბეებსა და საფლავებში მწოლიარე, ასევე, დაფასებულ ხალხს განმგებად მიიჩნევენ, შიშისა და იმედის დროს მისკენ მიიმართვიან. ალლაჰი შორს არის იმისგან, რასაც თანაზიარად უდგენენ. ხოლო, იგი მომნანიებელთა მპატიებელია.“[3]

ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„სურა ანქებუთ 29/61. და თუ ჰკითხავ მათ, ვინ შექმნა ცანი და ქვეყანა და დაიმორჩილა მზე და მთვარეო, უსათუოდ იტყვიან: ალლაჰმაო! და რაოდენ ზღვარგადასულნი არიან.“

ალლაჰი აიათში გვამცნობს, რომ დღე და ღამე მან შექმნა. მთვარე და მზე ადამიანების მსახურად მან დაადგინა. ასე, რომ მიწისა და ზეცის და რაც მათ შორისაა ყველაფრის განმგე მხოლოდ და მხოლოდ მათი შემქმნელის (ალლაჰის) ხელშია. ამიტომ, სიცოცხლისა და სიკვდილის, ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის, ბარაქისა და სიდუხჭირის, სიუხვისა და უქონლობის და ა.შ. ყველაფერ ამაზე ალლაჰის განმგეობა ვრცელდება და მის გარდა სხვაზე გადაცემა შირქია. ამგვარი ქმედების შემსრულებელი სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას დაიმსახურებს მანამ, სანამ არ მოინანიებს და ისლამს არ დაუბრუნდება.



[1] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მეჯიდ, 74;

[2] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მეჯიდ, 354;

[3] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მეჯიდ, 173;