27 February 2022

5.1 მუსლიმების სიცოცხლის უსაფრთხოების მიხედვით, დარულ-ქუფრის ნაწილები

ა) დარულ-ემნ: ქვეყანა, სადაც მუსლიმების სიცოცხლე უსაფრთხოდაა. მსგავსად ეთიოპიისა, სადაც მუსლიმები უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ.

ბ) დარულ-ფითნა: ქვეყანა, სადაც მუსლიმების სიცოცხლე უსაფრთხოდ არ არის. ისლამის პირველ პერიოდებში - მექქასა და დღევანდელ რიდდეთ ქვეყნების უმეტესობის მსგავსად.

დარულ-ისლამის ნაირსახეობა

ა) დარულ-ბა’იი: დარულ-ისლამის ტერიტორია, სადაც დამოუკიდებლად, ამხედრებულთა ან ხარიჯიტთა მიერ ჰუქმები მოქმედებს. ამის საწინააღმდეგო კი, დარულ-ადლ’ია, სადაც ჰუქმები მუსლიმი იმამის ხელშია.

ბ) დარულ-ფისყ: ქალაქი დარულ-ისლამში, სადაც ფისყი[1] გავრცელებულია. შავქანი ამბობს: „ჯაფერ იბნ მუბეშშირის აზრით, როგორც დარულ-ქუფრიდან, ასევე დარულ-ფისყიდანაც გადასახლება ვააჯიბია. თუმცა, ეს შეხედულება მიუღებელია. სწორია ის, რომ დარულ-ფისყიდან გადასახლება ვააჯიბი არ არის, რადგან იქაურობა დარულ-ისლამია.“[2]

ჩვენ ვამბობთ, რომ ამგვარი ადგილიდან გადასახლება მუსთეჰაბია[3].

გ) დარუ აჰლი’ზ-ზიმმა: ეს არ არის არც დარულ-აჰდი და არც დარულ-სულჰი, რადგან ეს ორივე დარულ-ქუფრის ნაწილებიდანაა. ხოლო, დარუ აჰლი’ზ-ზიმმა, დარულ-ისლამს ეკუთვნის. მსგავსად შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დროს მუსლიმების მიერ აღებული ჰაიბერის მდგომარეობისა.

დარუ აჰლი’ზ-ზიმმას თვისება ისაა, რაც მუჰამმედ იბნ ჰასენმა თქვა: „მაშინ, როცა მუსლიმების იმამი მტრის ქალაქებიდან რომელიმეს აიღებს, ზოგი ამბობს, რომ იქაურობა ისლამია, ზოგი კი (ტერიტორიას) აჰლი ზიმმად მიიჩნევს და ამბობს, რომ მათ (ადგილობრივებს) არ გააძევებენ. ამირს თუ შეუძლია, რომ გარე თავდასხმის დროს მათ მხარი დაუჭიროს და ასევე, ისლამის ჰუქმების გატარებისთვის მუსლიმების გარკვეული ნაწილი მათთან დატოვოს, მაშინ ასეც უნდა მოიქცეს.“ ას-სარაჰსი ამ სიტყვების განმარტებისას ამბობს: „რადგან, მათ ქვეყნებში ისლამის კანონების განხორციელება შესაძლებელია. ისლამის კანონების დაკანონებით ქვეყანა მუსლიმების ქვეყანა გახდება. იმამი იქაურობას დარულ-ისლამად, ხალხს კი აჰლი-ზიმმად გადააქცევს.“[4]

ამ ყველაფრის განმარტების მიზანი ისაა, რომ ცოდნის მაძიებელს ცოდნის მიღების დროს ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინებიდან რომელიმე თუ მოჰყვება, შეძლოს მისი ამოცნობა და საკითხის სწორად გაგება.



[1] სწორი გზიდან გადახვევა, ალლაჰის ბრძანებებზე დაუმორჩილებლობა და სხვა.

[2] ნეილუ’ლ-ევთარ, 8/179;

[3] მოსაწონი.

[4] ას-სიიერუ’ლ-ქაბირ, 5/2196-2197;