17 March 2019

17.2 ზუსტ/ნათელ/რეალურ/აშკარა ისლამს (რწმენას) ზუსტი/ნათელი/რეალური/აშკარა ქუფრი დაარღვევს/მოშლის

საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი მაგალითი

იმისათვის, რომ საკითხი უკეთ გასაგები იყოს, რამოდენიმე მაგალითს მოვიყვანთ:
როგორც ცნობილია ნამაზის სრულად მიმტოვებლის ქააფირობის შესახებ საკითხი, ისლამის ფიყჰის ყველაზე საკამათო საკითხებს შორისაა. ზოგიერთი სწავლულის მიხედვით, ნამაზის მიმტოვებელი ქააფირია, ზოგიერთის აზრით კი, ქააფირი არ იქნება მანამ, სანამ ნამაზის აუცილებლობას (ფარძობას) არ უარყოფს. ამ შემთხვევაში, ჩვენი თემისთვის ნამაზის მიმტოვებლის მდგომარეობა მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწავლულების ერთი ნაწილის მიერ დათექფირებული პიროვნება, სხვა სწავლულების მიხედვით, მუსლიმანია. აქედან გამომდინარე, ვარაუდისა და ეჭვის დროს თაქფირი დასაშვები, რომ ყოფილიყო, მაშინ სწავლულებს ერთმანეთისთვის თაქფირი უნდა გაეკეთებინათ.
დალილები, რომლებიც ნამაზის მიმტოვებლის ქააფირობაზე მიუთითებს აშკარა/მყარი/უდავო (delaleti ve sübûtu kat‘î) არ არის. არგუმენტებიდან ყველაზე ცნობილი შემდეგი ჰადისებია: ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: 
„მსახურსა და ქუფრს შორის ნამაზის მიტოვებაა.“[1]
„ქუფრსა და რწმენას შორის ნამაზის მიტოვებაა.“[2]
„ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება ნამაზია. ვინც მას მიატოვებს ქააფირი გახდება.“[3]
სიტყვა ‘ქუფრი’, რომელიც ჰადისებშია მოხსენებული, დიდ ქუფრზე მიუთითებს თუ პატარა ქუფრზე? ამ ორი შეხედულებებიდან რომელიც არ უნდა აირჩიოთ, საბოლოო პასუხი მაინც იჯთიჰადზე იქნება დაფუძნებული, რაც იმის საშუალებას არ გვაძლევს რომ რომელიმე მათგანს ას პროცენტიანი არგუმენტი ვუწოდოთ. აჰმედ ბინ ჰანბელისა და მისი მანხაჯის მიმდევრების მიხედვით, ნამაზის სრულად მიმტოვებელი ქააფირია. დანარჩენი სამი იმამის მიხედვით კი, ქააფირი არ არის. იმისათვის, რომ ეს საკითხი იჯთიჰადზეა დაფუძნებული, არც აჰმედ ბინ ჰანბელს და არც დანარჩენ ალიმებს ერთმანეთისთვის თაქფირი არ გაუკეთებიათ და არ უთქვამთ, რომ „რატომ არ გამოუტანე თაქფირი მას, ვისაც მე თაქფირი გამოვუტანე“ ან „რატომ მიიჩნიე ურწმუნოდ ის, ვინც მე მორწმუნედ მივიჩნიე“. მათ ეს საკითხი კარგად იცოდნენ, რის გამოც ერთმანეთის წინააღმდეგ არ წასულან. როგორც ვიცით უდავო/აშკარა ქუფრის მატარებელზე თაქფირის არ გაკეთება ქუფრია, თუმცა ნამაზის შესახებ დალილები უდავო/აშკარა არ არის, ამიტომ ურთიერთსაპირისპირო თაქფირი არ გაკეთებულა, რადგან ჰადისებში ნახსენები „ქუფრი“ უდავო/აშკარა არ არის. ჩვენ კი ვთქვით, რომ უდავო/აშკარა რწმენას უდავო/აშკარა ქუფრი დაარღვევს.
საკითხის უკეთ გაგებისთვის სხვა მაგალითი მოვიყვანოთ: ბავშვი, რომელიც ზრდასრულ ასაკამდე არ არის, რწმენიდან გამსვლელ ქმედებას თუ ჩაიდენს, მაგ: ალლაჰს თუ გალანძღავს... აბუ ჰანიფესა და იმამ მუჰამმედის მიხედვით, ქააფირი გახდება. აბუ იუსუფის მიხედვით კი, იმის გამო რომ ბავშვი ჯერ ზრდასრული არ არის, ქააფირი არ გახდება.[4] არც აბუ ჰანიფეს გამოუტანია თაქფირი აბუ იუსუფისთვის და არც აბუ იუსუფს აბუ ჰანიფესთვის. იმის გამო, რომ მათ შორის ნებადართული იხთილაფი იყო, ურთიერთსაპირისპირო თაქფირი არ გაუკეთებიათ.
აი ასეთი საკითხების დროს ერთმანეთის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ და ჩვენს შეხედულებაზე არ მყოფებს უსამართლოდ თაქფირი არ უნდა გამოვუტანოთ. მანამ, სანამ მუსლიმანი უდავო/აშკარა ქუფრს არ ჩაიდენს, მისი თაქფირისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ.

დასკვნა

დღესდღეობით ზოგიერთი მუსლიმანი, მიუხედავად იმისა, რომ ხელში უდავო/აშკარა არგუმენტი არ გააჩნია, თაქფირს უკეთებს მუსლიმანს, რომელიც მათ მსგავსად არ ფიქრობს. მაშინ, როცა შესრულებული ქმედების შესახებ არგუმენტი მყარი არ არის, რომელიმე მუსლიმანის რწმენის გარეთ გაყვანა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, პიროვნების რწმენიდან გაყვანა, რომლის რწმენაც მყარი/აშკარა/უდავოა, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც არგუმენტი უეჭვო/უდავო იქნება. ერთღმერთიანის (მუვაჰიდის) მიერ შესრულებული ქუფრი ქმედება ალბათობას, ეჭვს ან ვარაუდს თუ შეიცავს, მაშინ მასზე ქააფირის ჰუქმი არ გაიცემა, რადგან პიროვნების რწმენა/ისლამი მყარი/უდავოა, შესრულებული ქუფრი კი, უდავო/მყარი/აშკარა არ არის.
ასევე, მუსლიმებმა ურთიერთსაპირისპირო თაქფირი იხთილაფის საკითხებში არ უნდა გამოიტანონ. პიროვნება რაცარუნდა ფრთხილობდეს მსგავს საკითხში, იგივე შეხედულებაზე არ მყოფების მიმართ თაქფირი არ უნდა გამოიტანოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ თაქფირი სრულდება მაშინ, როცა არგუმენტი უდავო/აშკარაა (delaleti ve sübûtu kat‘î). ხოლო, არგუმენტი სავარაუდო და მრავალმნიშვნელოვანი (delaleti ve sübutu zannî) თუ არის, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის გაკეთების უფლება აქვს, მისი აზრის არ მომხრე მუსლიმანებს თაქფირი არ უნდა გამოუტანოს.[5]
იმამ შავქანი ნაწარმოებში, რომლის სახელწოდებაა „ას-სეილუ’ლ ჯერრაარ“, ამბობს: „მუსლიმანისთვის საკადრისი/შესაფერისი ქმედება არ არის ის, რომ ხელში მზეზე უფრო ნათელი არგუმენტის არ ქონის მიუხედავად, რომელიმე მუსლიმანზე რწმენიდან გასვლის და ქუფრში ჩავარდნის ჰუქმი გასცეს.“[6]
იბნი აბიდისგან გადმოცემულია: „იხთილაფის საკითხებში მუსლიმანის მიმართ თაქფირის გაკეთება მისაღები ქმედება არ არის.“[7]
იბნი ჰაზმი ამბობს: „უეჭველად, პიროვნების მყარი ისლამის/რწმენის სტატუსი ცილისწამების საფუძველზე კი არა, არამედ რომელიმე არგუმენტით ან იჯმათი გაუქმდება.“[8]
ეს საკითხი ყოველი მუსლიმანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. მუვაჰიდის მიმართ თაქფირის გამოტანის დროს უფლებამოსილება თაქფირის პირობების, მიზეზებისა და დამაბრკოლებლების მცოდნეს უნდა გადავცეთ. სამწუხაროდ, უცოდინრობის საფუძველზე მუ’აიენ (პიროვნული) თაქფირის შესახებ აშკარად და თამამად საუბრობენ და ქააფირის ჰუქმი მათ მიმართ გამოაქვთ, ვინც მუვაჰიდი და ერთღმერთიანია. ასეთ პიროვნებებს ალლაჰის შიში თუ აქვთ, მაშინ იმას არ უნდა მისდიონ რისი ცოდნაც არ გააჩნიათ.

17/36. არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება!”



[1] გადმოგცემს ნესაი. საჰიჰუ’თ-თერღიბ, 563
[2] გადმოგვცემს თირმიზი. საჰიჰუ’თ-თერღიბ, 563
[3] გადმოგვცემს აჰმედი. საჰიჰუ’თ-თერღიბ, 564
[4] ჰუყუყუ ისლამიიე ყამუსუ, 4/8
[5] „ელ-მევსუათუ’ლ ფიყჰიიეთუ’ლ ყუვეითიიე“, თაქფირის ნაწილი, 13/227
[6] შავქანი, „ას-სეილუ’ლ-ჯერრაარ ალა ჰადააიყი’ლ-ეზჰაარ“, 4/578
[7] „ელ-მევსუათუ’ლ ფიყჰიიეთუ’ლ ყუვეითიიე“, თაქფირის ნაწილი, 13/227
[8] იბნი ჰაზმ, „ალ-ფისალ ფი’ლ მილელი ვა’ნ ნიჰალ“, 3/138