17 March 2019

17.1 ზუსტ/ნათელ/რეალურ/აშკარა ისლამს (რწმენას) ზუსტი/ნათელი/რეალური/აშკარა ქუფრი დაარღვევს/მოშლის

ზუსტ/ნათელ/რეალურ/აშკარა ისლამს (რწმენას) ზუსტი/ნათელი/რეალური/აშკარა ქუფრი დაარღვევს/მოშლის - სამართლებრივი ნორმის არგუმენტები

1)      ამის არგუმენტი იმ აიათების შორისაა, რომელიც არსებული მდგომარეობის გამოკვლევას გვიბრძანებს. ამ თემასთან დაკავშირებით ორ აიათს მოვიყვანთ:
a)    უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „4/94. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა გაეშურებით (საბრძოლველად) ალლაჰის გზაზე, განასხვავეთ (მორწმუნე ურწმუნოსაგან) და ამქვეყნიური სიუხვის მოხვეჭის სურვილით არ უთხრათ იმას, ვინც მშვიდობას შემოგთავაზებთ: ‘შენ არა ხარ მორწმუნე!’ მაშინ, როცა ალლაჰთანაა ურიცხვი ალაფი. ასეთი იყავით უწინ, მაგრამ ალლაჰმა წყალობა მოიღო თქვენზე. ამიტომ გაიაზრეთ, უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც სჩადიხართ!“
უზენაესმა ალლაჰმა აიათის მიხედვით, არსებული მდგომარეობის გასაგებად გამოკვლევის ჩატარება ორჯერ გვიბრძანა. რაც შემდეგს ნიშნავს: ‘რომელიმე საქმის მიმართ არ იჩქარო. გამოიძიე, გამოიკვლიე და უდავო პასუხების/შედეგების მიღებისთვის გაისარჯე. წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორ ჰუქმს გასცემ და სისასტიკეს კარებს გაუხსნი.’ როგორც აიათის ახსნა-განმარტებაშია მოხსენებული, მისი მოვლენის რამოდენიმე მიზეზი არსებობს.[1]
აბდულლაჰ იბნი აბუ ჰადრედისგან გადმოცემულია: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ‘იდამ’-ში[2] გაგვგზავნა. მუსლიმების ერთ-ერთი ჯგუფის ერთად გზას გავუყევით. დანიშნულ ადგილს როდესაც მივაღწიეთ, რამოდენიმე ნივთების მფლობელი ამირ იბნი აზბათ ალ ეშჯაი აქლემზე შემჯდარი ჩვენთან მოვიდა. როდესაც მოგვიახლოვდა სალამი მოგვცა. ჩვენ კი, ის შევიპყარით. დაპირისპირების დროს მუჰალლემ იბნი ჯასსამამ ის სასიკვდილოთ დაჭრა, მისი ქონება კი, მიითვისა. შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) როდესაც მივედით და მომხდარის შესახებ ვუამბეთ, სურა ნისას 94-ე აიათი მოევლინა.
სხვა გადმოცემა კი, შემდეგნაირია: სულეიმის საგვარეულოდან ერთ-ერთმა შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საჰაბეების ერთ-ერთ ჯგუფს გადაეყარა. ამ დროს ცხვრებს აბალახებდა და საჰაბეები როდესაც დაინახა სალამი მისცა. საჰაბეებმა იფიქრეს, რომ სალამი თავის დასაცავად თქვა, რის გამოც შეიპყრეს და მოკლეს, მისი ქონება კი, მიითვისეს. მომხდარის შესახებ შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) როდესაც აცნობეს, სურა ნისას 94-ე აიათი მოევლინა.
სხვა გადმოცემა კი, შემდეგნაირია: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მუსლიმანთა ერთი ჯგუფი სალაშქროდ გაგზავნა. მათ შორის მიყდად ბინ ესვედი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) იმყოფებოდა. დანიშნულ ადგილას როდესაც მიაღწიეს იხილეს საზოგადოება, რომელიც მიმოფანტული იყო. მათგან გამოყოფილი კი, ერთი კაცია, რომელსაც თან ქონება ახლდა. მან დაამოწმა, რომ ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანებელი არ არსებობს. მიყდადმა კი, მიუხედავად ამ სიტყვებისა იგი შეიპყრო და მოკლა. საჰაბეებიდან ერთ-ერთმა მიყდადს უთხრა: ‘მოკალი ის, ვინც დაამოწმა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა?! ვფიცავ ალლაჰს! მომხდარს ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შევატყობინებ.“ როდესაც შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდნენ, უთხრეს: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! მიყდადმა მოკლა კაცი, რომელმაც დაამოწმა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიყდადი იხმო. როდესაც მოვიდა შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მას უთხრა: „ჰეი მიყდად! მოკალი ის, ვინც დაამოწმა რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება გარდა ალლაჰისა?! აჰირეთში ამ სიტყვით შენს წინააღმდეგ რომ მოვიდეს რას მოიმოქმედებ?“ ამის შემდეგ სურა ნისას 94-ე აიათი მოევლინა, რის შემდეგაც შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიყდადს უთხრა: „ის კაცი მორწმუნე იყო, რომელიც თავის რწმენას საკუთარი საზოგადოებისგან ფარავდა, შენ კი, ის მოკალი. უწინ შენც მის მსგავსად, მექქაში შენს რწმენას მალავდი.“[3]
აიათში მოხსენებული სიტყვების „განასხვავეთ (მორწმუნე ურწმუნოსაგან)“ შესახებ იმამ თაბერი ამბობს: „ისეთი ადამიანის მოკვლა არ იჩქაროთ, რომლის ნამდვილი მდგომარეობა (რწმენისა და ქუფრის შესახებ) ცნობილი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავთ მას, ვისი მდგომარეობაც თქვენთვის უცნობია. პიროვნების მოსაკლავად არ გაემართოთ გარდა იმ ხალხისა, რომლებიც ალლაჰის, მისი შუამავლისა და თქვენს წინააღმდეგ აშკარად იბრძვის.“[4]
აქედან გამომდინარე, საჰაბეებს მათი ნამოქმედარის სიმცდარე შეატყობინეს, რომელიც ვარაუდსა და ეჭვზე იყო აგებული. ისლამი უდავო არგუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებას გვიბრძანებს, საეჭვო და ვარაუდის შემცველი ინფორმაციით მოქმედებას კი, გვიკრძალავს. ყოველივე ამის მიხედვით, ყოველი საქმე უდავო არგუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე უნდა შევასრულოთ.

b)   უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „49/6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი მოვა თქვენთან გზასამცდარი რაიმე ამბით, მაშინვე გამოიკვლიეთ, რათა არ უქმნათ სიავე ხალხს უმეცრებით და მერე არ ჩავარდეთ სინანულში იმის გამო, რაც გააკეთეთ.“

აიათის მოვლენის მიზეზი შემდეგია: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ვალიდ ბინ უყბე, მუსტალიყის საგვარეულოსთან ზექათის აკრეფისთვის გააგზავნა. ხალხი ვალიდს ზექათით გზაში დახვდა. ამის დანახვაზე ვალიდი უკან დაბრუნდა და ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აცნობა, რომ მუსტალიყის საგვარეულო საომრად შეკრებილიყვნენ. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰალიდ ბინ ვალიდი გაგზავნა და თან დააბარა, რომ არ ეჩქარა და მდგომარეობა კარგად გამოეკვლია. ჰალიდი გაეშურა. ღამით მათთან როდესაც მიაღწია, მეთვალყურენი გაგზავნა. მეთვალყურეები ჰალიდთან როდესაც დაბრუნდნენ, აცნობეს, რომ მუსტალიყის საგვარეულოს ისლამთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, ეზანს კითხულობდნენ, ნამაზს ასრულებდნენ. დილით ჰალიდი მათთან მივიდა და რაც იხილა გაოცებული დარჩა. შემდეგ კი, ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დაბრუნდა და მდგომარეობის შესახებ ყველაფერი აცნობა. ყოველივე ამის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა ზემოთ მოხსენებული აიათი მოავლინა.[5]
იმისათვის, რომ რომელიმე საზოგადოებას/პიროვნებას ცუდად არ მოვექცეთ, ამბის წყაროს კარგად გამოკვლევაა საჭირო. გამოკვლევის გარეშე გაცემული ჰუქმი ცუდ შედეგს გამოიწვევს, შეიძლება სიკვდილიც კი, გამოიწვიოს. მსგავსი შეცდომა, რომ არ დავუშვათ, ამისთვის უზენაესმა ალლაჰმა ჩვენ გამოძიება/გამოკვლევა გვიბრძანა. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის დროს მდგომარეობა თუ ამგვარია, მაშინ როგორი იქნება მდგომარეობა უფრო მძიმე დანაშაულის შესახებ, რაც უსამართლოდ გაკეთებული თაქფირია? ისინი მოკვლაზე უფრო ცუდს სჩადიან, რაც მუსლიმანების უსამართლოდ (არასრული ინფორმაციისა და არგუმენტის საფუძველზე) თაქფირის გამოტანაში გამოიხატება. მსგავსი რამ მართლაც და უფრო მძიმე დანაშაულია. ჰადისში ნაბრძანებია: „პიროვნება მუსლიმ ძმას როდესაც ეუბნება ‘ჰეი ქააფირო!’ იგივეა რაც მისი მოკვლა. მორწმუნის დაწყევლა იგივეა, რაც მისი მოკვლა.“[6] მუსლიმის მიმართ უსამართლოდ თაქფირის გამოტანა მისი სიკვდილის ტოლფასია. ალლაჰი უცნობი პიროვნების შეცდომით არ მოკვლისთვის გამოკვლევას თუ ითხოვს, მაშინ მუსლიმანის მიმართ უსამართლო თაქფირის გაკეთების დროს გამოკვლევას არ მოითხოვს? აქედან გამომდინარე, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე და უდავო არგუმენტების წარდგენამდე მუსლიმანზე თაქფირის გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ.

2)      უბადე ბინ სამითი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჩვენგან სიტყვა აიღო, იმასთან დაკავშირებით, რომ ლხინში და ჭირში მოვისმენდით და მორჩილებას გამოვხატავდით, ასევე ამირის (წინამძღოლის) წინააღმდეგ არ წავიდოდით (არ ვიბრძოლებდით). შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) წინადადების ბოლოს ბრძანა: „გარდა იმ მდგომარეობისა, რა დროსაც ამირის წინააღმდეგ უდავო/აშკარა ქუფრს დაინახავთ.“[7]
ეს ჰადისი ჩვენი თემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინამძღოლს მანამ უნდა დავემორჩილოთ, სანამ აშკარა ქუფრს არ გამოავლენს, თუნდაც ეს ჩვენი საკუთარი თავის წინააღმდეგ იყოს. ხოლო, წინამძღოლის მდგომარეობა ქუფრის დონეზე თუ იქნება, მასზე მორჩილება არ შესრულდება, უფრო მეტიც, მისი გადაყენებისთვის ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ.
ჰადისში მოცემული სიტყვა „აშკარა ქუფრი“ მიუთითებს ქუფრზე, რომლის შესახებ მცირეოდენი ეჭვიც კი არ არსებობს. მმართველი მსგავსი ქუფრის მატარებელი თუ არის, მაშინ მასზე მორჩილება დაუშვებელია. იმისათვის, რომ დაუმორჩილებლობა საჭირო გახდეს, ქუფრი უდავო/აშკარა უნდა იყოს. ისევე, როგორც უდავო/აშკარა არგუმენტის არ მქონე მუსლიმანს თაქფირს ვერ გავუკეთებთ, ასევე, მსგავს სიტუაციაში წინამძღოლის რწმენის გარეთ გაყვანაც დაუშვებელია. მსგავსი რამ მხოლოდ და მხოლოდ უდავო/აშკარა ქუფრის შემთხევაშია შესაძლებელი.
აქედან გამომდინარე, ჰადისის მოკლე შინაარში ასეთია: „რომელიმე წინამძღოლის ქუფრი უდავო/აშკარა თუ არ არის, მაშინ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველზე მასზე თაქფირის გამოტანა და მის წინააღმდეგ წასვლა დაუშვებელია.“
იბნი ჰაჯერი შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვების „გარდა იმისა ცხადი არგუმენტი თუ გექნებათ...“ შესახებ ამბობს:
„სიტყვა ‘არგუმენტში’ აიათი ან საჰიჰი ჰადისი იგულისხმება, რომელსაც თა’ვილი არ გააჩნია. ჰადისის მნიშვნელობა კი, არის ის, რომ მანამ, სანამ წინამძღოლის ქმედებები თა’ვილს შეიცავს, მის წინააღმდეგ წასვლა დაუშვებელია.“[8]
ამ თემის ირგვლივ ბევრი არგუმენტი არსებობს. ვისაც სურს აბდულმუნ’იმის შემდეგ ნაწარმოებში იხილოს: „ყავა’იდ ფი’თ-თაქფირ“.



[1] როგორც ვიცით, თაფსირის მეცნიერების მეთოდოლოგიაში რომელიმე აიათის შესახებ ნათქვამი თუ არის, რომ ‘ეს აიათი ამის შესახებ მოევლინა’, მაშინ ეს მიუთითებს იმაზე რომ ზოგჯერ მომხდარი პირდაპირ მოვლენას უკავშირდება. ზოგჯერ კი, ამბავს/მომხდარს, რომელიც მოვლენის მიზეზის პარალელურია. ზოგჯერ წიგნებშიც გადმოცემულია, რომ ერთი აიათის მოვლენის მიზეზი რამოდენიმეა. იგივე მდგომარეობაა ახლაც. ეს შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: აიათი რომელიმე ამბის შესახებ მოევლინება. ამბის/მომხდარის დროს კი, მიზეზებს აქვს ადგილი. ამის შემდეგ დრო გავა და წარსულში მომხდარის მსგავსი, სხვა შემთხვევა მოხდება. მომხდარის შემსწრენი კი, ამის შესახებ იტყვიან, რომ „ესა და ეს აიათი ამის შესახებ მოევლინა“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აიათი ზუსტად ამ მომხდარის შესახებ მოევლინა. აზრი იმაშია, რომ სხვადასხვა დროს მომხდარი ამბავი ერთიდაიგივე შინაარსისაა. საკითხის სრულად გაგებისთვის იხ: ჯემალედდინ ალ-ყასიმი, „თაფსირის ცოდნის საფუძვლები“, გვ: 23;
[2] ერთ-ერთი ადგილის დასახელება
[3] მოცემული გადმოცემები შეგიძლიათ იხ: ‘თეფსირუ’ლ-ყურ’ანი’ლ-აზიმ’, 1/716, 717
[4] თეფსირუ’თ-თაბერი, 9/70
[5] თეფსირუ’ლ-ყურ’ანი’ლ-აზიმ, 4/267; ამბის შინაარსი შემდეგია: მუსტალიყის საგვარეულო ზექათთან ერთად ზექათის ამკრეფის დასახვედრად შეიკრიბა. ზექათის ამკრეფელმა შეკრებილი ხალხი როდესაც იხილა, იფიქრა, რომ ისინი მის წინააღმდეგ გალაშქვრას აპირებდნენ, რის გამოც შუამავალთან დაბრუნდა. საბოლოო ჯამში, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ისინი საომრად კი არა, არამედ ზექათის ჩაბარებისთვის იყვნენ შეკრებილნი.
[6] საჰიჰუ’ლ-ჯამიი’ს-საღი’რ, ჰადისის №: 710
[7] მუსლიმ, იმარა, 8. ჰადისის №: 1840
[8] ფეთჰუ’ლ-ბარი, 13/13