30 December 2018

12. ჯაჭვური თაქფირის საკითხი

ჯაჭვური თაქფირის საკითხი ჩვენს ტერიტორიაზე საკამათო საკითხების სათავეშია. ზოგიერთი ზღვარგადასული პიროვნება თუ საზოგადოება თაქფირს ისეთ საკითხებში აკეთებს, რომლებიც სწავლულების სხვადასხვა მოსაზრებებზეა (იჯთიჰადზეა) დაყრდნობილი, რომელსაც მყარი/აშკარა არგუმენტი არ მოეძებნება, რის გამოც მისი მნიშვნელობა არასრული და მრავალმნიშვნელოვანია. გულს ამითაც არ იჯერებენ და თაქფირი მათზეც გამოაქვთ, ვინც პირველ პირს/ჯგუფს მუსლიმად ჩათვლის, შემდეგ კი, მეორე პირს/ჯგუფს, შემდეგ კი, მესამე პირს/ჯგუფს და ა.შ. უსასრულობამდე. ასევე, თაქფირს უკეთებენ მათ, რომლებიც ასეთ სიტუაციაში ჯაჭვურ თაქფირს არ აკეთებენ.
მსგავსი მოქმედება რამდენად მართებულია? ჯაჭვური თაქფირის გამკეთებელი შეცდომას სად უშვებს? ჯაჭვური თაქფირი დასაშვებია? თუ დასაშვებია, მაშინ მისი მოქმედების არეალი რა არის? ამ და სხვა, მსგავს კითხვებზე პასუხის გასაცემად სწავლულების ახსნა-განმარტებანი მოვიშველიოთ.
სწავლულებმა ჯაჭვური თაქფირი ორ ნაწილად ჩამოაყალიბეს:
1.     ჯაჭვური თაქფირი ისეთ საკითხებში, რომლის არგუმენტიც აშკარა, მყარი და უდავოა (delaleti ve sübûtu kat‘î)
2.    ჯაჭვური თაქფირი ისეთ საკითხებში, რომლის არგუმენტიც სავარაუდო და მრავალმნიშვნელოვანია (delaleti ve sübutu zannî)
ახლა კი, თითოეული მათგანის განმარტებას შევუდგეთ:

1)   ჯაჭვური თაქფირი ისეთ საკითხებში, რომლის არგუმენტიც აშკარა, მყარი და უდავოა (delaleti ve sübûtu kat‘î)

ისლამის სწავლულებმა თაქფირი გაუკეთეს მას, ვინც ისეთი საკითხების წინააღმდეგ მოექცა, რომლებიც არგუმენტის სახით ძლიერი, აშკარა, მყარი და უდავოა. ასევე, თაქფირი გაუკეთეს მას, ვინც მსგავს საკითხში პიროვნებას თაქფირს არ უკეთებს, რადგან თაქფირის არ გამკეთებელმა ისლამში არსებული ერთ-ერთი საფუძველი უარყო, რის გამოც ქუფრში ჩავარდა. ახლა კი, მაგალითი მოვიყვანოთ:
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„5/72. ვფიცავ, ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰია მესიჰი, შვილი მარიამისა;
73. ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა.“
პიროვნება უზენაესი ალლაჰის უდავო, აშკარა და მყარი ჰუქმის შესახებ, ამ შემთხვევაში აჰლი ქითაბზე თუ იტყვის, რომ აჰლი ქითაბს თაქფირს ვერ გაუკეთებს, რადგან ისინი ურწმუნოები არ არიან და ასევე, თუ იტყვის, რომ მათ თაქფირთან არაფერი ესაქმება, მაშინ ქააფირი გახდება. მსგავს პიროვნებაზე თაქფირის გაკეთება კი, ყოველი მუსლიმისთვის ვააჯიბია. ამის შემდეგ, რომელიმე პიროვნება თუ იტყვის, რომ ისეთ პიროვნებას თაქფირს ვერ გაუკეთებს, ვინც ებრაელს და ქრისტიანს თაქფირს არ უკეთებს, მაშინ თვითონ ქააფირი გახდება. ასეთ შემთხვევაში ჯაჭვური თაქფირი საჭიროა, რადგან ჯაჭვში არსებული პიროვნება ალლაჰის აიათს, რომელიც არგუმენტის სახით მყარი, უდავო და აშკარაა, სიცრუედ აცხადებს ან აიათის უარმყოფელს ალლაჰის მიერ მინიჭებულ ჰუქმს არ ანიჭებს, რაც თავისთავად ქუფრია.
უკეთ გასაგებად კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანოთ: უზენაესი ალლაჰი ყურანში იბლისის შესახებ ბრძანებს:
2/34. და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, რომელმაც უარი თქვა, გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.”
უზენაესმა ალლაჰმა იბლისის ურწმუნოობის შესახებ გვაცნობა. ამ საკითხში ისლამის სწავლულებს შორის უთანხმოება არ არის. ყოველივე ამის შემდეგ, პიროვნება ალლაჰის სიტყვების საწინააღმდეგოდ თუ იტყვის, რომ იბლისი ურწმუნო არ არის, აიათის უარყოფის გამო ქააფირი გახდება. ხოლო სხვა, რომელიმე პიროვნება თუ იტყვის, რომ იბლისზე თაქფირის არ გამკეთებელს თაქფირს ვერ გაუკეთებს, მაშინ ეს პიროვნებაც ქააფირია იმის გამო, რომ მან აიათის უარმყოფელს ალლაჰის მიერ გაცემული ჰუქმი არ მიანიჭა. პირველ პიროვნებაზე თაქფირის არ გამკეთებელი ქააფირია, მეორე პიროვნებაზე თაქფირის არ გამკეთებელიც ქააფირია და ა.შ. რადგან მსგავს სიტუაციაში ალლაჰის უდავო, აშკარა და მყარი სიტყვის უარყოფას აქვს ადგილი. ასეთ დროს კი, ჯაჭვური თაქფირი დაშვებულია, უფრო მეტიც, ის ვააჯიბია (აუცილებელია). ამ საკითხში ეჭვის შემტანი კი, ქუფრში ჩავარდება, რაზეც ალიმებს შორის უთანხმოება არ არსებობს.
მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხის ცოდნა: ჩვენ ვთქვით, რომ პიროვნება ალლაჰის აიათს თუ უარყოფს... მაგალითად, პიროვნება, რომლის სახელია ხალიდი, თუ ამბობს, რომ იბლისი (სატანა, ეშმაკი) ურწმუნო არ არის ან მის ურწმუნოებაში ეჭვი თუ ეპარება, მაშინ ის ქააფირია. ამის შემდეგ სხვა პიროვნებამ, ბილალმა თუ გაიგო, რომ ხალიდმა იბლისს თაქფირი არ გამოუტანა ან მის ურწმუნოობაში თუ დაეჭვდა და ამის შემდეგ ხალიდს თაქფირს თუ არ გაუკეთებს, თვითონ ქააფირი გახდება, რადგან მან თაქფირი არ გაუკეთა მას, რომელმაც ალლაჰის უდავო, აშკარა და მყარი სიტყვა უარყო. ამის შემდეგ სხვა, მესამე პიროვნება, აბდულლაჰი თუ გაიგებს, რომ ბილალმა იცოდა ხალიდის მდგომარეობა და თაქფირი არ გამოუტანა მას ან თაქფირი შეაყოვნა და ამის შემდეგ აბდულლაჰიც ბილალს თაქფირს თუ არ გამოუტანს ან შეაყოვნებს მას, ეს უკანასკნელიც ქააფირი გახდება იმის გამო, რომ ალლაჰის აიათისა და ჰუქმის უარმყოფელი ქააფირად არ ჩათვალა ან იმის გამო, რომ მის ქააფირობაში დაეჭვდა. აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ ყოველი პიროვნების მდგომარეობა უნდა ვიცოდეთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ თაქფირი გავაკეთოთ, ჯაჭვში არსებული ყოველი პიროვნების მდგომარეობის შესახებ ნათელი და აშკარა არგუმენტი უნდა გვქონდეს. ზემოთ მოყვანილი მაგალითის საფუძველზე, მეორე პიროვნებამ ანუ ბილალმა ხალიდის მიერ შესრულებული ქუფრი თუ არ იცის, არ გაუგონია, არ დაუნახავს ან მსგავს სიტუაციაში თუა და ყოველივე ამის გამო ხალიდზე თაქფირს თუ არ ასრულებს, ის ურწმუნო ვერ გახდება, რადგან მან ხალიდის ქუფრი არ იცის, რის გამოც მასზე თაქფირს ვერ გააკეთებს. ასევე, მესამე პიროვნება ანუ აბდულლაჰი ბილალზე თაქფირის გაკეთებამდე დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ბილალმა ხალიდის ქუფრი იცის, თუმცა თაქფირს მაინც არ უკეთებს, რის შემდეგაც აბდულლაჰიც ბილალზე თაქფირის გაკეთებას შეძლებს. ხოლო, აბდულლაჰმა თუ იცის, რომ ბილალი ხალიდზე თაქფირს არ აკეთებს და თუ არ იცის, რომ ბილალი ხალიდის ქუფრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, მაშინ აბდულლაჰს არ აქვს უფლება, რომ ბილალს თაქფირი გაუკეთოს, რადგან მას ბილალის შესახებ სრული ინფორმაცია არ გააჩნია.
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ არ იკითხავენ და არ იკვლევენ მსგავს მდგომარეობებს. მათთვის სულ ერთია კონკრეტული პიროვნების აშკარა ქუფრი იცი თუ არა. მათთვის მთავარი არის ის, რომ მათ მიერ ქააფირად გამოცხადებულ პიროვნებას თაქფირი გამოუტანო, ამის გარდა სხვა არაფერი აინტერესებთ. არგუმენტად კი, თავიანთ მოსაზრებებს და სურვილებს შუამავლისა და ალლაჰის სუნნეთებსა და კანონებს უკავშირებენ, რის გამოც რომელიმე პიროვნება მათ აზრს და შეხედულებას თუ არ დაეთანხმება ან კითხვას თუ დასვამს, მათი აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ მან შუამავლის სუნნეთი ან ალლაჰის სიტყვა უარყო. მსგავსი საქციელი ყოველგვარ ლოგიკას და არგუმენტს მოკლებულია. ეს იდეოლოგია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სურვილებზეა დამყარებული. პირველი თაობის ხარიჯიტების ამბოხების მიზეზი გავიხსენოთ. ისინი ამბობდნენ, რომ ალის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მსაჯულობის უფლება არ ჰქონდა, რადგან მსაჯული მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. ხარიჯიტების პირველი თაობაც იგივეს ფიქრობდა და ამბობდა, რომ ხალიფა ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ურწმუნო იყო იმის გამო, რომ ამ საკითხში ხარიჯიტებს არ ეთანხმებოდა და ამგვარად ის ალლაჰის სიტყვას უარყოფდა. მაშინ, როცა ხალიფა ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) სრულიად მართალი იყო და მას ქუფრი არ გაუკეთებია. რა განსხვავებაა პირველ ხარიჯიტსა და იმ პიროვნებას შორის, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ? პასუხი ნათელია!
რათქმაუნდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუსლიმანი დასაშვები თა’ვილის საფუძველზე სხვა, რომელიმე შეხედულებას თუ ითვალისწინებს, მაშინ ჯაჭვური თაქფირი არ კეთდება. ეს კი, თაქფირის პირობებში შედის, რაზეც აქ არ ვისაუბრებთ. ვისაც თაქფირის საკითხის შესახებ ინფორმაციის ნახვა სურს, ბმულზე გადავიდეს: https://bit.ly/2GLssnP

2)   ჯაჭვური თაქფირი ისეთ საკითხებში, რომლის არგუმენტიც სავარაუდო და მრავალმნიშვნელოვანია (delaleti ve sübutu zannî)

აი ეს არის ის წერტილი, სადაც ზღვარს გადავიდნენ. ისეთ საკითხებში ან ისეთ სიტუაციაში ჯაჭვური თაქფირის გაკეთება დაუშვებელია, რა დროსაც ქუფრის შესახებ ნათელი და აშკარა არგუმენტი არ არის. ასეთ სიტუაციაში, პიროვნება სხვადასხვა შეხედულებებიდან ერთ-ერთს თუ აირჩევს, სხვას არ აქვს უფლება, რომ მას თაქფირი გამოუტანს. ასეთ დროს ჯაჭვურ თაქფირზე საუბარი კი, ზედმეტია. ხოლო ვინმე ზღვარს მაინც თუ გადააბიჯებს, ალლაჰის წინაშე პასუხს აგებს. ამ თემის ახსნა-განმარტებას მაგალითების საშუალებით შევეცდებით:
ცნობილია ის, რომ ნამაზის სრულად მიმტოვებლის ჰუქმი ისლამის ფიყჰში ყველაზე საკამათო თემაა. ფიყჰის ზოგიერთი სწავლულის მიხედვით, ნამაზის მიმტოვებელი ქააფირი გახდება, ხოლო ზოგიერთის შეხედულებით კი, ურწმუნო არ გახდება მანამ, სანამ ნამაზის აუცილებლობას (ფარძობას) არ უარყოფს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნამაზის მიმტოვებელი ქააფირია თუ არა მნიშვნელოვანი არ არის, რადგან აქ ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფიყჰის ზოგიერთი ალიმის მიერ ქააფირად გამოცხადებული პიროვნება, სხვა შეხედულების ფიყჰის ალიმებმა მორწმუნედ ჩათვალეს. იხთილაფის დროს თაქფირი დაშვებული, რომ ყოფილიყო, ალიმებს ერთმანეთისთვის თაქფირი უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ასე არ მოიქცნენ.
არგუმენტები, რომლის მიხედვითაც ნამაზის მიმტოვებელი ქააფირია, სავარაუდო და მრავალმნიშვნელოვანია. არგუმენტებს შორის ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰადისებია. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს:
„მორწმუნესა და ქუფრს შორის ნამაზის მიტოვებაა.“[1]
„ქუფრსა და რწმენას შორის ნამაზის მიტოვებაა.“[2]
ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება ნამაზია. ვინც მას მიატოვებს ქააფირი გახდება.“[3]
ჰადისში მოცემულ ქუფრში დიდი ქუფრი იგულისხმება თუ პატარა ქუფრი? ამ ორი შეხედულებიდან უპირატესობა რომელსაც მიენიჭება, ეს შეხედულება იჯთიჰადზე დაყრდნობით მოხდება, რის გამოც ასი პროცენტით ზუსტი ვერ იქნება. აჰმედ ბინ ჰანბელისა და მისი მეზჰების მიმყოლების მიხედვით, ნამაზის სრულად მიმტოვებელი ქააფირია. დანარჩენი სამი მეზჰების მიხედვით კი, ნამაზის სრულად მიმტოვებელი ურწმუნო არ არის, თუ მას ნამაზის აუცილებლობის სწამს. იმის გამო, რომ იხთილაფი (უთანხმოება, სხვადასხვა აზრი) იჯთიჰადზეა დამყარებული, არც აჰმედ ბინ ჰანბელს და არც დანარჩენს ერთმანეთისთვის თაქფირი არ გაუკეთებიათ. ჯაჭვურ თაქფირზე საუბარი კი, ზედმეტია.
აქედან გამომდინარე, სავარაუდო და მრავალმნიშვნელოვან საკითხებში პიროვნება ჯაჭვურ თაქფირს თუ შეასრულებს, მაშინ ის ზღვარგადასულად ჩაითვლება.
იგივეა ხორცის საკითხიც. უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ პიროვნებისთვის რომელიმე ადგილას ნაყიდი ან დაკლული საქონლის ხორცი შეიძლება სანდო იყოს, თუმცა მეორე პირისთვის კი, არა. აქედან გამომდინარე, რომელიმეს უფლება არ აქვს, რომ მეორე ქუფრში დაადანაშაულოს, რადგან ხორცის საკითხი სრულად იჯთიჰადზე დაფუძნებული იხთილაფის თემაა. მიუხედავად ამისა, ზღვარგადასული ხალხი ამ საკითხში მათ აზრზე არ მყოფს თაქფირს უკეთებს, უფრო მეტიც, ეს არ ყოფნით და ჯაჭვურ თაქფირსაც აკეთებენ. თუმცა, მათ ალლაჰის წინაშე წარსდგომის დღე ავიწყდებათ, რა დროსაც მუსლიმანის უფლებების შელახვისთვის პასუხს აგებენ.
მოკლედ, რომ ვთქვათ ჯაჭვური თაქფირი დაშვებული და აუცილებელია იქ, სადაც საკითხის შესახებ არგუმენტი აშკარა, უდავო და მყარია. ხოლო, იჯთიჰადზე დაფუძნებული იხთილაფების შემთხვვაში კი, ჯაჭვური თაქფირი აკრძალულია.
წარმატების მომცემი და ყოვლისმცოდნე მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია.



[1] სახიხუ’თ-თარღიბ, 563. ნესაი გადმოგვცემს
[2] სახიხუ’თ-თარღიბ, 563. თირმიზი გადმოგვცემს
[3] სახიხუ’თ-თარღიბ, 564. აჰმედ ბინ ჰანბელი გადმოგვცემს