01 December 2018

11.6 ერთ-ერთი გაფრთხილება

პიროვნების მონანიება, რომელმაც ჰარამს ჰალალი უწოდა ან ჰალალს ჰარამი, მანამ არ იქნება მიღებული, სანამ მის ქმედებას არ უარყოფს და არ გაშორდება. როგორც ზოგიერთს ჰგონია, პიროვნება შაჰადის წარმოთქმით ვერ შევა ისლამში, თუ ის ჰალალს ჰარამად ან ჰარამს ჰალალად თვლის, მანამ, სანამ მის ქმედებას არ უარყოფს და არ ჩამოცილდება.
ანვარშაჰ ალ ქაშმირი ერთ-ერთ ნაწარმოებში ამბობს: „პიროვნების ქუფრი აშკარა ჰუქმის უარყოფით თუა გამოწვეული... მაგ: პიროვნება ღვინის ჰარამობას თუ უარყოფს და ამგვარად ქუფრში თუ ჩავარდა, მაშინ მისი შაჰადის მისაღებად არსებული მრწამსის უარყოფა და მისგან შორს დგომაა საჭირო (ანუ მანამ, სანამ ღვინოს ჰარამად არ ირწმუნებს და არ განერიდება მას)“[1]
დღესდღეობით ალლაჰის კანონების შემცვლელი, სხვა ალტერნატიური კანონების გამომგონებელი ტაღუთი, რომელიც ჰარამს ჰალალად აქცევს, ჰარამს კი ჰალალად... მსგავსი მოქმედებით რწმენიდან შორს არიან და მათ მიერ წარმოთქმული შაჰადა სარგებელს ვერ მოუტანს მანამ, სანამ არ იქნება არსებული ქუფრი მიტოვებული და უარყოფილი. მათი ურწმუნოება კანონების გამოცემაშია და არა შაჰადას წარმოუთქმელობაში. აქედან გამომდინარე, მათი მუსლიმობა შედგება მაშინ, როცა ტაღუთს მიატოვებენ და ქუფრს განშორდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მორწმუნეები ვერ იქნებიან.
თემას კითხვა-პასუხით დავასრულებთ: აბდულმუნ’იმს ჰკითხეს: სახელმწიფოს მიერ, პროცენტზე მომუშავე ბანკების წარმოება, მათზე ხელის შეწყობა, მათი დაცვა და კრიზისის დროს მათზე მხარდაჭერა პროცენტის ჰალალად გამოცხადებას გულისხმობს?
პასუხი: „ქება-დიდება სამყაროთა ღმერთს ალლაჰს. მსგავსი ქმედებით არსებული ბანკებისთვის პროცენტი მუბაჰი ხდება, რაც ჰარამის ჰალალად გადაქცევაა. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ ქმედება სიტყვაზე უფრო ძლიერი არგუმენტია. უკეთესად ალლაჰმა უწყის.“[2]



[1] İkfaru’l-Mulhidin, 63; Kava’id fi’t-Tekfir, გვ. 197
[2] Kava’id fi’t-Tekfir, 200