12 June 2021

7. სურა ა'რაფ აიათი 80-82 ლუტ შუამავალი და თვისტომი

 ლუტ შუამავალი და თვისტომი

7/80. და ლუტიც, აკი, უთხრა თავის ხალხს: ‘განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ გარყვნილებას თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე?

81. უეჭველად, თქვენ ქალების ნაცვლად, კაცებთან მიდიხართ ვნებით. მართლაც, რომ აღვირახსნილი ხალხი ხართ თქვენ!’

82. და არ იყო პასუხი მისი ხალხისა, გარდა თავიანთი აზრის გამოთქმისა: ‘გააძევეთ ისინი თქვენი ქალაქიდან. უეჭველად, ეგენი არიან ხალხი, რომელთაც ნამეტანი უმწიკვლოება სურთ!’

განმარტება:

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს „და ლუტიც“ ანუ ლუტიც გამოვგზავნეთ, როგორც შუამავალი. ლუტ შუამავალი აზარის შვილი ჰარანის შვილია ანუ მამამისი ჰარანია, აზარი კი ბაბუამისია. ლუტი, იბრაჰიმ შუამავლის (ალლაჰის მშვიდობა მას) ძმისშვილია. იწამა იბრაჰიმის და შამში ჰიჯრათი შეასრულა (გადასახლდა). ალლაჰმა კი, ლუტი - სედუმისა[1] და მის მიმდებარედ მცხოვრებ ხალხის შუამავლად მოავლინა. ხალხს ალლაჰის მსახურებისკენ მოუწოდებდა, ბრძანებდა სიკეთეს და აკრძალული ქმედებებისგან შორს ყოფნას ურჩევდა. მანამდე არ არსებულ გარყვნილებას სჩადიოდნენ, რაც იმაში გამომდინარეობდა, რომ ქალები მიატოვეს და სექსუალურ ურთიერთობას კაცებთან ამყარებდნენ. ეს ის ქმედება იყო, რაც მანამდე არცერთ ადამის შვილს არ მოსვლია აზრად, გარდა სედუმის ხალხისა (ალლაჰის წყევლა მათ).

ამრ ბინ დინარი, აიათის „განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ გარყვნილებას თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე?“ შესახებ ამბობს: „ამ ხალხის გამოჩენმადე არცერთ მამაკაცს სხვა არცერთ მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობა არ დაუმყარებია.“

დამასკოს მეჩეთის მშენებელი და ომაიანთა ხალიფა ვალიდ ბინ აბდულმელიქი ამბობს: „ალლაჰს შუამავალ ლუტის თვისტომთა შესახებ არაფერი რომ არ ეთქვა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ კაცს კაცთან სექსუალური ურთიერთობა ექნებოდა.“

ამიტომ ლუტმა მათ უთხრა: „‘განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ გარყვნილებას თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე? უეჭველად, თქვენ ქალების ნაცვლად, კაცებთან მიდიხართ ვნებით.“ ანუ, მიატოვეთ ქალები, რომლებიც ალლაჰმა თქვენთვის გააჩინა და ვნებით კაცებს დაუახლოვდით. ეს არის თქვენი გარყვნილება და უვიცობა, რადგან თქვენი ნამოქმედარი  უადგილოა და არავითარი გამართლება არ აქვს. სწორედ ამის გამო ალლაჰმა სხვა აიათში ბრძანა: „15/71. უთხრა (ლუტმა): „აი ესენი, ჩემი ქალიშვილები, თუკი გამკეთებელნი ხართ (ის, რაც  გწადიათ, მაშინ იქორწინეთ მათზე)“.“ წაახალისა რომ ქალებთან დაემყარებინათ სექსუალური ურთიერთობა, მათ კი ეს არ მოისურვეს და უპასუხეს: „11/79. ხომ იცი, რომ შენი ქალიშვილები არ გვჭირდება. და უეჭველად, შენ მშვენივრად იცი, რაც გვინდა.“ ანუ, შენც კი იცი, რომ ჩვენ ქალები არ გვსურს და მათ მიმართ არაფერს ვგრძნობთ.

ყურანის განმმარტებლების მოსაზრებებით, კაცები კაცებით კმაყოფილდებოდნენ, ქალები კი ქალებით.

„და არ იყო პასუხი მისი ხალხისა, გარდა თავიანთი აზრის გამოთქმისა: ‘გააძევეთ ისინი თქვენი ქალაქიდან. უეჭველად, ეგენი არიან ხალხი, რომელთაც ნამეტანი უმწიკვლოება სურთ!’“ ანუ, ხალხი შუამავალ ლუტს მხოლოდ იმით პასუხობდა, რომ მას ქვეყნიდან გააძევებდნენ. ალლაჰმა კი, ლუტ შუამავალი მათგან იხსნა, ისინი კი თავიანთ სახლებში დაამცირა და გააანდგურა.

ყათადე, აიათის „ეგენი არიან ხალხი, რომელთაც ნამეტანი უმწიკვლოება სურთ“ შესახებ ამბობს: „მათ (აღვირახსნილებმა) შეარცხვინეს ისინი, იმით რაც სირცხვილი არ არის.“ მუჯაჰიდი ამბობს: „მათ (აღვირახსნილებმა) თქვეს: ‘ისინი არიან უმწიკვლო ხალხი, რომლებიც ქალისა და მამაკაცის უკანა ორგანოს არ უახლოვდებიან.“ ამგვარი სიტყვები იბნ აბბას-ისგანაცაა გადმოცემული.

 

 



[1] ტერიტორია, სადაც ლუტ შუამავალი ცხოვრობა.