06 July 2019

2.1 როგორ სრულდება ნამაზი?

ნამაზი მშვიდად და აღელვების გარეშე უნდა შესრულდეს, რადგან ნამაზი არის ადგილი, სადაც ალლაჰის წინაშე ვდგებით. პიროვნება ნამაზის შესრულებას რომც აგვიანებდეს ეს ასეა, რადგან აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „ყამეთის ხმას როდესაც გაიგონებთ მშვიდად და აღელვების გარეშე წადით. არ იჩქაროთ. შეასრულეთ ის, რასაც მიუსწრებთ და აანაზღაურეთ ის, რასაც ვერ მიუსწარით.“[1] ეს არის ის მეთოდი, რაც ალლაჰის წინაშე უნდა შევასრულოთ.
მუსლიმანის მესჯიდში შესვლის დროს ეზანი წაკითხული თუ არ არის, მაშინ ნამაზს რა რაოდენობითაც სურს შეასრულებს. ხოლო ეზანი თუ წაკითხულია, მაშინ ფარძ ნამაზამდე რატიბს (სუნნეთს) ილოცებს. ხოლო ფარძ ნამაზამდე რატიბი ნამაზი (სუნნეთი) თუ არ არის, მაშინ ეზნისა და ყამეთის შორის ნებაყოფლობით სუნნეთ ნამაზს შეასრულებს, რადგან შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ყოველ ეზნისა და ყამეთს შორის ნამაზია.“ შემდეგ კი დაამატა: „ვისაც სურს.“[2] შესრულებული ნამაზი რატიბი სუნნეთი რომც იყოს, „თაჰიიათუ’ლ მესჯიდის“ ადგილსაც იკავებს, რადგან შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თქვენგან რომელიმემ მესჯიდში შესვლისას დაჯდომამდე ორი მუხლი ნამაზი (თაჰიიათუ’ლ მესჯიდ) ილოცოს.“[3] რისი განხორციელებაც რატიბი სუნნეთით ან ეზნისა და ყამეთის შორის შესრულებული სუნნეთის საშუალებითაა შესაძლებელი.
ამის შემდეგ, მუსლიმანი ნამაზის შესრულების განზრახვით უნდა დაჯდეს, რადგან აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად, თქვენგან რომელიმე ნამაზის შესასრულებელ ადგილას სანამ გაჩერდება, მანამ ანგელოზები მას - მანამ, სანამ აბდესს არ მოშლის - დუ’ას (ვედრებას) შემდეგნაირად გაუკეთებენ: ‘ჩემო ალლაჰო, შეიწყალე ის.’ თქვენგან რომელიმეს სახლში, საკუთარ ოჯახთან წასვლას მხოლოდ და მხოლოდ ნამაზი თუ უშლის ხელს, მაშინ მისი მდგომარეობა გაგრძელდება ისე, თითქოს ის ნამაზშია.“[4]
იმამის დაგვიანების საფუძველზე პიროვნება ნამაზს დაგვიანებით თუ შეასრულებს, მაშინ ზიანი არ არის, რადგან ის ნამაზში ითვლება მანამ, სანამ ნამაზს ელოდება. პიროვნება ნამაზის შესრულების ადგილას ყოფნას სანამ განაგრძობს, მანამ ანგელოზები მას დუ’ას უკეთებენ და ალლაჰს მისთვის პატიებას სთხოვენ.
მუსლიმანმა ნამაზისთვის ყამეთის წაკითხვის დროს ფეხზე უნდა ადგეს. ყამეთის დასაწყისში, კითხვის დროს თუ ბოლოში წამოდგება მნიშვნელობა არ აქვს, ყველა მათგანი მისაღებია, რადგან ალლაჰის შუამავალს წამოდგომის დრო არ დაუკონკრეტებია. მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ნამაზისთვის ყამეთის წაკითხვის დროს მანამ არ წამოდგეთ ფეხზე, სანამ მე არ დამინახავთ.“[5]
ამის მიზანი კი იყო ის, რომ მუსლიმანს ნამაზის საწყისი თაქბირი არ გაეცდინა და ამგვარად ნამაზის დაწყებისთვის მომზადებულიყო.



[1] ბუხარი, 1/156.
[2] ბუხარი. 1/154.
[3] ბუხარი, 1/114.
[4] ბუხარი, 1/160.
[5] ბუხარი, 1/156-157.