09 April 2019

რეჯების თვის შესახებ გამოგონილი ჰადისები: 1-ი ნაწილი


კიდევ ერთხელ ვუახლოვდებით გავრცელებულ სამ თვეს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში „უჩაილარების“ სახითაა ცნობილი. ესენია: რეჯების, შაბანისა და რამაზნის თვეები. ამ თვეებთან დაკავშირებით ხალხში გავრცელებულია ჰადისები, რომლებიც განსაზღვრულ/დაწესებულ დღეებისა და ღამეების შესახებაა. ჰადისებიდან ზოგი საჰიჰი (სარწმუნო), ზოგი სუსტი და სამწუხაროდ ზოგიერთი კი, გამოგონილია. მსგავსი სიტუაციის დროს ხალხმა გამოგონილი ჰადისი მიიღო ისე, თითქოს ის საჰიჰი იყოს. ახლა კი, წარმოგიდგენთ იმ გამოგონილ ჰადისებს, რომელიც ხალხის მიერ საჰიჰად/სარწმუნოდ, ხოლო სწავლულების მიერ კი, გამოგონილად/ცრუდ არის მიჩნეული.

სამი თვიდან პირველი რეჯების მთვარეა, რის გამოც ამ თემაში მხოლოდ და მხოლოდ რეჯების მთვარის შესახებ გამოგონილ ჰადისებზე ვისაუბრებთ. ამ თემის გამოსაკვლევად სწავლულების მიერ აღიარებული ნაწარმოებები გამოვიყენეთ. ესენია: იბნ ყაიიმ ალ-ჯავზიი (ალ-მენაარუ’ლ-მუნიიფ), იმამ სუიუტი (ალ-ლეაალი’ლ-მასნუუა), იბნ არრაყ (თენზიიჰუ’შ-შერიია), აჯლუუნი (ქეშფუ’ლ-ჰაფაა), შევქანი (ალ-ფევააიდუ’ლ-მეჯმუუა).

პირველ რიგში მსგავსს და აგრეთვე სხვა საკითხის შესახებ გამოგონილი ჰადისების ნიშან-თვისებებს თვალი გადავავლოთ:

·         ზოგიერთ დღესა და ღამეებში შესასრულებელი ნამაზების შესახებ ჰადისები გამოგონილია. მაგ: კვირა დღეს და ღამეს, ორშაბათ დღეს და ღამეს, კვირის სხვა დღე-ღამეს (მხოლოდ და მხოლოდ ამ დღეებისთვის განსაკუთრებული) შესასრულებელი ნამაზების შესახებ ჰადისები ამათთაგანია.[1]

·         რეჯების თვის პირველ პარასკევ (ჯუმა) დღეს შესასრულებელი ‘რეღაიბის“ ნამაზი და ამ თვის სხვა ღამეებში შესასრულებელი ნამაზების შესახებ ჰადისები გამოგონილია. ყველა მათგანი სიცრუე და ალლაჰის შუამავალზე (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალლამ) ცილისწამებაა.[2]

როგორც აჯლუუნიმ თქვა „ნუ მოგატყუებთ ჰადისების ისეთ წიგნებში: „ყუუთუ’ლ-ყულუუბ“, „იჰიააუ ულუუმიდდიინ“, „თეფსიირ სა’ლებიი“... გადმოცემა/არსებობა, რომელიც ‘თასავვუფ’-ის (სუფისტების) კუთხითაა მიმართული.“[3]

ამის შემდეგ, აჯლუუნი ამბობს: „თუნდაც ის, რომ იმამ ღაზალისა და აბუ ტალიბ ალ-მაყყის ნაწარმოებებში (იჰიიაუ ულუუმიდდიინ და ყუუთუ’ლ-ყულუუბ) მსგავსი ჰადისებია მოცემული, ამ საკითხის მიმართ ჰადისის იმამებთან არცერთი საჰიჰი ჰადისი არ მოიძებნება, რადგან სუნნეთი მათი (ნაწარმოების ავტორების) სიტყვით კი არა, არამედ შუამავლის (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვით, საქმით და მტკიცებით არის აღიარებული.“[4]

ამის შესახებ გამოგონილ ჰადისებიდან ზოგიერთი მათგანია:

1.      „რეჯების მთვარე ალლაჰის, შა’ბანის ჩემი, რამაზანი კი, უმმეთის მთვარეა.“
2.      „რეჯების მთვარის პირველი ჯუმა ღამე უგულისყუროდ არ მიიღოთ, რადგან ის ღამე ანგელოზების მიერ დარქმეული ‘რეღაიბის’ ღამეა.“[5]
·         რეჯების მთვარეში შესასრულებელი მარხვისა და ზოგიერთი ღამის ნამაზის შესახებ ყველა ჰადისი ტყუილი და ცილისწამებაა.[6]
ამის შესახებ გამოგონილ ჰადისებიდან ზოგიერთებია:
1.      „ის, ვინც რეჯების პირველი საღამოს შემდეგ 20 მუხლ ნამაზს შეასრულებს... ბეწვის ხიდს ყოველგვარი დაკითხვის გარეშე გაივლის.“
2.      „ის, ვინც რეჯების თვეში ერთ დღეს იმარხებს, ოთხ მუხლიან ნამაზს შეასრულებს და ნამაზის პირველ მუხლზე ასჯერ ‘აიეთუ’ლ-ქურსი’-ს, მეორე მუხლზე ასჯერ ‘იჰლას’ სურას წაიკითხავს, მანამ არ მოკვდება, სანამ სამოთხეში საკუთარ ადგილს არ ნახავს.“
3.      „ის, ვინც რეჯების თვეში ამ რაოდენობას იმარხებს, მაშინ ამდენი...“ მსგავსი სიტყვებით დაწყებული ყველა ჰადისი ტყუილი და გამოგონილია.[7]



[1] იბნ ყაიიმ ალ-ჯავზიია, ალ-მენაარუ’ლ-მუნიიფ ფი’ს-საჰიიჰი ვა’დ-დაიიფ, დამმოწმებელი: აბდულფეთთააჰ აბუ ღუდდე, მექთებეთუ’ლ-მათბუუაათი’ლ-ისლაამიიე, ალეპო, 1970, გვ: 95. ნაწარმოების თურქული ვერსია იხ:ალ მენაარუ’ლ-მუნიიფ ფი’ს-საჰიიჰი ვა’დ-დაიიფ, მთარგმნელი: მუზაფფერ ჯან; გამომცემლობა: ჯანთაშ, ისტანბულ, 1992, გვ: 88-89.
[2] იბნ ყაიიმ, ალ-მენაარუ-მუნიიფ, გვ: 95, მთარგმნელი: მუზაფფერ ჯან, გვ: 89.
[3] ისმაილ ბინ მუჰამმედ ალ--აჯლუუნიი, ქეშფუ-ჰაფაა ვა მუზიილუ’ლ-ილბაას, მე-3 გამოცემა, დაარუ’ლ-ყუტუბი’ლ-ილმიიე, მე-2 ტომი, 1998, გვ: 410.
[4] აჯლუუნიი, ქეშფუ-ჰაფაა, : 2, გვ: 417.
[5] იბნ ყაიიმ, იგივე ნაწარმოები, გვ: 95, მთარგმნელი: მუზაფფერ ჯან, გვ: 88-89.
[6] იბნ ყაიიმ, იგივე ნაწარმოები, გვ: 96-97; მთარგმნელი: მუზაფფერ ჯან, გვ: 89-90.
[7] იბნ ყაიიმ, იგივე ნაწარმოები, გვ: 96-97; მთარგმნელი: მუზაფფერ ჯან, გვ: 89-90.