10 September 2018

1. მეგობრობა და მტრობა - (ვალა და ბარა)


უზენაესმა ალლაჰმა ყურანში დაწვრილებით აღნიშნა ხალხის ის კატეგორია, ვისთანაც მუსლიმმა უნდა იმეგობროს და ვისაც უნდა მტროს. ისლამის მოსვლამდე ადამიანები ერთმანეთთან ნათესაობის, საგვარეულოსა და სხვა მიზეზის გამო მტრობდნენ და მეგობრობდნენ. ისლამმა კი ეს აკრძალა და ასეთ ქმედებას ჯაჰილობა უწოდა. მათ ადგილას საკუთარი წეს-ჩვეულება/კანონი დაამკვიდრა. ისლამის მიხედვით მეგობრობა რწმენასთან, მტრობა კი ურწმუნოებასთანაა დაკავშირებული, სადაც ნათესაურ კავშირს მნიშვნელობა არ აქვს.
ვალა (მეგობრობა) გულისხმობს სიყვარულს, დახმარებას, მხარდაჭერას და ა.შ.
ბარა (მტრობა) გულისხმობს მიტოვებას, შორს ყოფნას, სიძულვილისა და მტრობის გამოხატვას.
ვალა და ბარა გარეგნობასთან ერთად შინაგანსაც შეიცავს. მაგალითად: სხვაზე დახმარება გარეგნული ნიშანია. ვიღაცის შეყვარება კი შინაგანი. ვიღაცის/რაღაცის მიტოვება გარეგნული, სიძულვილი კი შინაგანი. ამ ქვეყნად ჰუქმი გარეგნობის მიხედვით გაიცემა, რისი საშუალებითაც თემის ახსნა-განმარტებას გავაგრძელებთ.


საჭიროება, რაც მორწმუნეებთან ვალას იწვევს

უზენასი ალლაჰი (სუბჰანეჰუ ვა თა’ალა) ყურანში ბრძანებს:
„5/55. თქვენი მეგობარი მხოლოდ ალლაჰი და მისი შუამავალია, და მორწმუნენი, რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ და ისინი ქედმოხრილნი არიან;
56. და ვინც ალლაჰს და მის შუამავალს ირჩევს მეგობრად და რომელთაც ირწმუნეს. უეჭველად, ალლაჰის მიმდევარნი გამარჯვებულნი არიან.“
სხვა აიათში კი ბრძანებს:
„48/29. მუჰამმედი, შუამავალი ალლაჰის. ხოლო მასთან ერთად რომელნიც არიან მკაცრნი ურწმუნონის წინაშე და მოწყალენი ერთმანეთთან მიმართებაში...“
ჰადისში ალლაჰი შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ჩემი მამიდან ნათესავები ჩემი მეგობრები არ არიან. ჩემი მეგობრები მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნეები არიან.“[1]
მოცემული აიათი და ჰადისი მიუთითებს იმაზე, რომ ისლამში სიყვარული და მხარდაჭერა რწმენასთან არის დაკავშირებული. ამ კავშირის შემდგომ უზენაესი ალლაჰი ქააფირებთან მეგობრობას და მათზე მხარდაჭერას კრძალავს. რაიმეს ბრძანება, ამავე დროს მისი საწინააღმდეგოს აკრძალვას ნიშნავს.
„3/28 არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება. გამონაკლისია, თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობთ. და ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ, და მხოლოდ ალლაჰთანაა დაბრუნება.“
„4/144 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად ურწმუნონი, მორწმუნენის მაგივრად. განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენ წინააღმდეგ?!“

ქააფირებთან მეგობრობისა და მათზე მხარდაჭერის აკრძალვის დონე

უზენაესმა ალლაჰმა აკრძალული რამ სამ ნაწილად დაყო: მექრუჰი, ჰარამი და ქუფრი. პირველი ორი პიროვნებას რწმენას არ დაუკარგავს, თუმცა რწმენის დასუსტებას გამოიწვევს. აკრძალული რამ თუ ქუფრია, მაშინ ის რწმენიდან გამყვანია. ქააფირებთან მეგობრობა, მათი სიყვარული და მათზე მხარდაჭერა ქუფრია. ამის არგუმენტი შემდეგია:
„3/28 არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება. გამონაკლისია, თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობთ. და ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ, და მხოლოდ ალლაჰთანაა დაბრუნება.“
„4/138 ამცნე თვალთმაქცებს, უეჭველად, მათ მოელით მტანჯველი სასჯელი!
139 რომელთაც ურწმუნონი აჰყავთ მეგობრებად მორწმუნენის ნაცვლად, დიდებას ხომ არ ეძებენ მაგათთან? თუმცა, უეჭველად, დიდება ალლაჰს ეკუთვნის სრულიად!“
„5/51 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად. ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად, ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!“
„5/81 მათ რომ ერწმუნათ ალლაჰი და შუამავალი და რაც გარდმოევლინა მას, ხომ არ აიყვანდნენ მეგობრებად მათ. მაგრამ გზასამცდარია მათგან უმეტესი.“
პიროვნება, რომელიც ქააფირებთან მეგობრობს და ამავდროულად თავს მორწმუნედ აცხადებს, ის მატყუარაა და მისი რწმენა მისაღები არ არის, რადგან ალლაჰი ბრძანებს: „მათ რომ ერწმუნათ ალლაჰი და შუამავალი და რაც გარდმოევლინა მას, ხომ არ აიყვანდნენ მეგობრებად მათ.“
ასევე სხვა აითში იგი ბრძანებს:
„58/22. ვერ ჰპოვებ ხალხს, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მეგობრობდნენ იმასთან, ვინც ეურჩა ალლაჰსა და მის შუამავალს, რომც იყვნენ ეგენი თავიანთი მამა-პაპანი, შვილები, ძმები ან ნათესავები სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულებში ჩანერგა რწმენა და განამტკიცა ეგენი მისგან სულით ; და შეიყვანს მათ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი. სწორედ ეგენი არიან ალლაჰის მიმდევრები. კარგად შეიმეცნეთ, უეჭველად, ნეტარ არინ მიმდევარნი ალლაჰისა!“



[1] ბუჰარი